LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს

139
weqy2y23y713

პირველ აგვისტოს მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერიის განცხადებით, მიზეზი უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩია. ხვალ საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო აზერბაიჯანის გაბალას შეხვდება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საღამოს ცხრა საათზე დაიწყება.

მერიას თხოვნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა.

„უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეიდან თბილისის მეტროს სამუშაო საათი მცირდება

მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

ცნობისთვის, მეტროში ელექტროგაყვანილობის მოწესრიგების მიზნით სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო, პირველი ივლისიდან მეტრო მგზავრობს დილის ექვსიდან ღამის თერთმეტ საათამდე ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები