LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ თბილისში ახალი თეატრი იხსნება – მზადება პრემიერისთვის (ფოტოები)

3151
BeFunky-collage (9)

1 დეკემბერს თბილისში ახალი თეატრი იხსნება, თბილისის კამერული თეატრი – ასე უწოდეს ახალგაზრდა ხელოვანებმა რეჟისორ გიორგი აფხაზავას ლიდერობით სივრცეს, რომელიც ხვალიდან მაყურებელს უმასპინძლებს. თეატრი გაიხსნება პრემიერით, უილიამ შექსპირის „ქარიშხალს“ გიორგი აფხაზავა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად წარადგენს.

რეჟისორი, ექიმი, ადვოკატი, ფსიქოლოგი: თბილისს კამერული თეატრი შეემატება

პროექტი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და ფონდ არტ-ლაბის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით ხორციელდება.

თბილისის კამერული თეატრის დასი სულმოუთქმელად ელის პრემიერას და იმედოვნებს, რომ ახალი თეატრალური სივრცე თავს შეაყვარებს ქართველ და უცხოელ მაყურებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები