LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

384
rustaveli

ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარეს თითოთითო ზოლზე  ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორორ ზოლში შეძლებს მოძრაობას.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის. 

ფორსაჟის გადაღების გამო, ახალი ქუჩები გადაიკეტება

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც

ამასთან, 27 აგვისტოდან ფორსაჟის გადაღების გამო, ახალი ქუჩები გადაიკეტება.

ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის ეპიზოდების გადაღებებიდან გამომდინარე, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება. ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.

აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

 

პოპულალურები