LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობას განაახლებენ

90
pr3

ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც არის „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმება.

დღეისათვის, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების უფლება164 კლინიკას მიეცა.

რაც შეეხება ტარიფებს, კლინიკების დიდ ნაწილს მომსახურების გაძვირება მოუწევს, რადგან მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. კლინიკების ნაწილმა აღნიშნული ხარჯი ცალკე ტარიფში ასახა. თითოეული სამედიცინო დაწესებულება თავად იღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

რეკომენდაციების დაცვა სტომატოლოგიური კლინიკების ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა, ისინი შემდეგ ვალდებულებებს გულისხმობს:

დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხ მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის, ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი. კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით. პაციენტებმა კი, უნდა გაიკეთონ ნიღბები, დამცავი სათვალე და ბახილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები