LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: ბატონი არახამია ხშირად იცლის „ოცნების“ გასაკრიტიკებლად, სპეციფიკური ურთიერთობები აქვთ.. ამ პროცესში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ზარალდება

217
Untitled design (5)

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ და უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, დავით არახამიას სპეციფიკური ურთიერთობები აქვთ.

ხვიჩია ამ განცხადებით გამოეხმაურა არახამიას მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ხელისუფლების გასაკრიტიკებლად ხშირად იცლის.

დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

“ბატონ არახამიას და „ქართულ ოცნებას“ რაღაც თავიანთი სპეციფიკური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან. არახამია ხშირად იცლის „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად, ისევე როგორც პირიქით „ქართული ოცნება“ ხშირად იცლის.

ორივე მხარეს მეტი საქმე უნდა ჰქონდეს და ამისთვის არ უნდა ეცალოს, მაგრამ ასეთი ურთიერთობა ააწყვეს. ამ პროცესში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ზარალდება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები