LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ… ნიკას დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ

61
ხვიჩია

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაელაპარაკება და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს.

„ადამიანის იძულება არ შეიძლება. არ შეიძლება, ადამიანი იძულებით მუშაობდეს, მათ შორის პარლამენტში. ნების გამოხატვაა ხომ მთავარი?

ნების ნამდვილობაში უნდა დარწმუნდეს პარლამენტი. უფლებამოსილების შეწყვეტა ნიკა მელიას თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ. არ მგონია, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ჩემი ხმა გახდეს საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნიკას დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსნებთ, ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები