LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია – სააკაშვილი ციხეში “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ზის და ცოტა ხანში გამოუშვებენ

106
1

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ზის და მას ცოტა ხანში გამოუშვებენ.

ამის შესახებ ხვიჩიამ გუშინდელი სასამართლო პროცესის შეფასების დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც სააკაშვილი არჩევნებამდე ქვეყანაში ჩამოიყვანეს, გამოშვების ფორმას და გზასაც მოიფიქრებენ.

ხვიჩიამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა, რადგან სასამართლო მას შეეხო ცუდად, მაგრამ მას ბოდიში არ მოუსმენია იმის გამო, რომ რაღაც ხალხს შეეხო ცუდად:

“მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ისე ვერ აღვიქვი, რომ მას რაიმე გაკვეთილი აქვს გამოტანილი. ისე გამოვიდა, რომ ბოდიში მოიხადა, რაკი საბოლოო ჯამში, სასამართლო მას შეეხო ცუდად, მაგრამ ბოდიში არ მომისმენია იმის გამო, რომ რაღაც ხალხს შეეხო ცუდად.

ის ციხეში “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ზის და ცოტა ხანში გამოუშვებენ. გამოშვების ფორმას და გზას კი ერთად მოიფიქრებენ ისევე, როგორც არჩევნებამდე ჩამოიყვანეს, წინასაარჩევნოდ თვალწინ აგვიფრიალეს და ამით ხმები გადაინაწილეს, გამოსაშვებ გზასაც მოიფიქრებენ…

არ შეიძლება, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ჩაითვალოს როგორც სამართლებრივად გასამართლებული, იმის მიუხედავად, რა წერია საქმეებში. ამ სასამართლოს პრეზიდენტების გასამართლების უნარი არ გააჩნია.” – თქვა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები