LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის მგზავრები კიანუ რივზმა სასაცილო ისტორიებით გაახალისა

270
keanue-reeves-cover-2-1553605812991

კიანუ რივზი კვლავ ყურადღების ცენტრშია და როგორც წინა შემთხვევებში, ამჯერადაც მხოლოდ დადებითი კუთხით. კანადელი მსახიობი სან ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით მიემართებოდა, როდესაც ლაინერს ბეიკერსფილში ავარიულად მოუხდა დაჯდომა.

ინციდენტის დროს საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა ბუნებრივია რომ მცირე პანიკა დაიწყო და ბევრ მგზავრს ძალიანაც შეეშინდა. სწორედ ამ დროს, კიანუმ სიტუაციის განმუხტვა გადაწყვიტა და თავისი ერთ-ერთი პერსონაჟის – ჯონ ვიკის განსახიერება დაიწყო.

შემდეგ მსახიობმა მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე ავტობუსით წასვლა ურჩია და როგორც მოსალოდნელი იყო, შეთავაზებაზე უარი არავის უთქვამს და მთელი ბორტი კიანუსთან ერთად წავიდა.

მოგზაურობა ძალიან მხიარული გამოვიდა, მსახიობი მთელი გზა სასაცილო ისტორიებს ყვებოდა, თავისი საყვარელი სიმღერებიც ჩართო და მგზავრებს მოასმენინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები