LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო ბაკურიანში – Bakuriani Inn ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო+ფოტოები)

777
86935396-2728003827237433-1138434841910444032-o

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, ბაკურიანში ახალი სასტუმრობაკურიანი ინნოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მხარდაჭერით დამატებით 154 ნომერი შეიქმნა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. სასტუმროში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ „ინნ ჯგუფის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელშიც 22 000 000 ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი შესამჩნევად მატულობს.  პროგრამას უკვე 136 ბენეფიციარი ჰყავს. სასტუმროების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 350.7 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 136 სასტუმრო შექმნის 3850-ზე მეტ დამატებით ოთახს და 3330-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები