LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მაკდონალდსი თბილისში – სად გაიხსნება ახალი რესტორანი

741
39336d8c7729

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „მაკდონალდსის“ (Mcdonald’s) რესტორანი იხსნება. ის რიგით მე-16 ობიექტია. ამისთვის სულ მცირე, 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 35 ადამიანი დასაქმდება.

ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7000 კვ/მ მიწის ნაკვეთი 761 500 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა.

შპს „თ და კ რესტორნები“ უკვე 20 წელია წარმატებით ახორციელებს Mcdonald’s-ის საერთაშორისო ქსელის რესტორნების ოპერირებას საქართველოში. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 15 რესტორანი, სადაც დასაქმებულია ათასამდე ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები