LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება – აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელეს

550
10919012_1539875432938475_6718643850761037427_n

ქართული სამზარეულო და ხაჭაპური კიდევ ერთხელ გახდა მომხმარებლის რჩეული. რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია ,,af&co” 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს.

ცნობისთვის, ,,af&co” ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს.

რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს – ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები