LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ოქრო და ნამდვილი “ქარიშხალი”: 103 წლის ქალმა გარბენი მოიგო (ვიდეო)

332
julie-hawkins-01-ht-jef-190619-hpMain-4x3-992

ჯულია ჰოუკსინის ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს მოსაზრებას, რომ ასაკი მხოლოდ პრივილეგიაა. 103 წლის ქალბატონმა, რომელსაც მედია, როგორც “ქარიშხალს” ისე მოიხსენიებს, მექსიკაში გამართული მოხუცების 100 მეტრიან გარბენში დამაჯერებელი გამარჯვება და ოქროს მედალი მოიპოვა.

4 შვილის დედა,  სამი შვილიშვილისა და შვილთაშვილის ბებია ჯანსაღი ცხოვრების წესით წლებია ცხოვრობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯულია ჰოუკსინი პროფესიონალი ველოსიპედისტიცაა, რაც სამი წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ველორბოლის დროს არაერთხელ დაამტკიცა.

13 წლის ქალბატონი CBS-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცხოვრებაში უამრავი გამოცდილება დაუგროვდა და შთაბეჭდილებებს ახლა მის ოჯახს უზიარებს. სწორედ მისი შვილის თხოვნით მიიღო მონაწილეობა ველორბოლაში. ამბობს, რომ კისრის, ზურგის და წელის არეში ტკივილები არ აწუხებს, თუმცა მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

როგორც ჯულია ამბობს, მისი ჯანმრთელობის საიდუმლო აქტიური ცხოვრების რეჟიმთან არის დაკავშირებული. ის, რომ სულ მოძრაობაშია და სხეულს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

103 წლის ქალი თვლის, რომ ყოველი დღე სასწაულია.

“იმედი მაქვს, ახალგაზრდა თაობას შთავაგონებ რაც შეიძლება საინტერესოდ და აქტიურად გაიარონ ცხოვრების გზა. იშრომონ თავდაუზოგავად”

ჯულია ჰოუკსინი უკვე არაერთ ოქროს მედალს ინახავს სახლში. აშშ-ში ეს ერთადერთი “ქარიშხალია”, რომელსაც ყველა გულშემატკივრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები