LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიკაბიძე: ივანიშვილმა საზოგადოება ორად გახლიჩა, ერთ მხარეს დგას ისინი, ვინც დაასაქმა

585
EE2453FF-5F5D-46BD-8696-C153B3019789-w1023-n-r1-st

ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა, ბუბა კიკაბიძემ რადიო თავისუფლების ყირიმის ბიუროსთან ვრცელ ინტერვიუში, საქართველოში 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა გავრილოვის ღამეს ხელისუფლებას არ აპატიებს და მთავრობას ამ პროტესტის ჩახშობის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

კითხვაზე, როგორ უნდა აიხსნას, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე, საზოგადოება მშვიდად რეაგირებდა პრორუსულ პოლიტიკაზე, ბუბა კიკაბიძე პასუხობს:

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა საქართველოში, ჩემს მეუღლეს ასე ვუთხარი. არ მინდა ვინმეს შურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მე მას საქართველოს პარლამენტის დირექტორს ვეძახი.

ივანიშვილმა საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩა, ერთ მხარეს არიან მისი მხარდამჭერები, რომლებსაც მან სამსახური დააწყებინა. რადგან სამსახურის შოვნა რთულია, სწორედ ამით იჭერს ადამიანებს. მეორე მხარეს კი ის ხალხი, ვისაც ივანიშვილი არ მოსწონს და ლანძღავს“-განაცხადა კიკაბიძემ რადიო თავისუფლების ყირიმის ბიუროსთან იტერვიუში.

მომღერალს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება.

„მათ სურთ, მიგვიყვანონ ისეთ პოზიციაზე, რომ ჩვენ თვითონ ვთხოვოთ რუსეთს: ”გვიშველეთ” – ამბობს კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძე: მე პირველი ჩამოვალ მოსკოვში კონცერტის გასამართად, ჩვენი შერიგების შემდეგ

რუსულ მედიასთან ქართველმა მომღერალმა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

 

პოპულალურები