პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე  წყალტუბოს განვითარების გეგმაზე მამუკა ხაზარაძის შეფასებას ეხმაურება. ,,ლელოს” დამფუძნებელმა განაცხადა, რომ „წყალტუბოს განვითარების გეგმა არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება“.კილაძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადება მისთვის გასაკვირი არ არის, რადგან დიდ და კეთილ საქმეებს ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან დაუმსახურებელი კრიტიკა მოჰყვება.

მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და მისი ბანკი ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ბიძინა ივანიშვილი ხალხს საზღვარგარეთ მკურნალობას უფინანსებდა, ხალხზე ზრუნავდა და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქვეყნისა და ხალხისთვის

ერთია, რომ ხაზარაძე ასეთ ქველმოქმედებას არასდროს ეწეოდა და მეორეა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება დააფასოს და პატივი სცეს. როცა პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ასეთ დიდ საქმეებზე მაინც უნდა თქვა, რომ კარგი საქმეა, რაც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

“ლელოს” დამფუძნებლის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შეუძლებელია, წყალტუბოს განვითარების პროექტი არ მოეწონოს ადამიანს, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს.

„ძალიან საინტერესოა, მამუკა ხაზარაძემ ეს განცხადება როგორც ბიზნესმენმა გააკეთა თუ როგორც პოლიტიკოსმა. თუ განცხადება ბიზნესმენმა გააკეთა, ბაკურიანის პროექტს შევახსენებ, როცა კოხტაგორა ხელში ჩაიგდო და პროექტს წლების განმავლობაში მანამდე არ მიეკარა, სანამ სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოუგვარა,”- აცხადებს მდინარაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05