LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა აშშ-თან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის მზად არის

110
Untitled design (3)

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ომის შემაკავებელი ძალების მობილიზებისთვის მზად არის – ამის შესახებ ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს.

კორეის ომის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულიად მზად არის ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვისაც აშშ-თან.

როგორც BBC წერს, აღნიშნული კომენტარი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაიზარდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეა მეშვიდე ბირთვული გამოცდისთვის ემზადებოდეს.

ჩრდილოეთ კორეის ბოლო ბირთვული გამოცდა 2017 წელს მოეწყო.

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სუნგ კიმი კი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ წელს რაკეტების უპრეცედენტო რაოდენობა გამოცადა და ეს რიცხვი რეკორდულია – 31.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები