LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის სუპერსექსუალური კაბა ჯიმი ფელონის შოუში (ფოტო)

kim-kardashian

კიმ კარდაშიანი ამჯერად ჯიმი ფელონის შოუს სტუმარი გახდა. ფოტოგრაფებმა 38 წლის რეალითი-შოუს ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის სტუდიას ტოვებდა. ყურადღება ისევ კიმ კარდაშიანის სექსუალურმა ანსამბლმა მიიქცია. ის გველის ტყავის პრინტიან კაბაში გამოწყობილი ესტუმრა შოუს, რომელიც ხავერდის მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული.

ჯიმი ფელონთან გადაცემაში კიმ კარადაშიანმა მეოთხე შვილზე ისაუბრა, რომელსაც სუროგატი ქალი უჩენს. კიმმა უკვე აღიარა, რომ ის და კანიე უესტი ვაჟს ელოდებიან და ის მაისის ბოლოს დაიბადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები