LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა (ვიდეო)

501
BeFunky-collage (49)

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე მსახიობის შემოქმედებითი საღამო „გრიბოედოვის“ თეატრში გაიმართა.

არიადნა შენგელაიას ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმებიდან „ენგურის ნაპირებზე“, „თეთრი ქარავანი“, „ჯვარცმული კუნძული“, „მთვარის მოტაცება“. განსაკუთრებული პოპულარობა კი, მოუტანა მარგალიტას როლმა ელდარ შენგელაიას ფილმში „შერეკილები“.

1979 წელს არიადნა შენგელაიას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. წლების განმავლობაში იგი „გრიბოედოვის“ თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი იყო.

დღეს მსახიობს 83 წელი შეუსრულდა.

https://www.facebook.com/100001103923806/videos/pcb.2741205555926215/2741193285927442/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები