ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარიზში ფილმის „კოლეტი“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლი ასრულებს. მართალია ფილმი ამერიკაში სექტემბერში აჩვენეს, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანაში პრემიერა სწორედ ახლა იგეგმება.

პრემიერაზე კირა ნაითლი „შანელის“ ულამაზესი კაბით გამოჩნდა. კლასიკური შავი მიდი-კაბა თეთრი მანჟეტებით იყო გაფორმებული. ანსამბლს კი ოქროსფერი ფეხსაცმელი ამშვენებდა.

შეგახსენებთ, რომ ფილმი მწერალ სიდონი-გაბრიელ კოლეტის ისტორიას გვიყვება.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები