LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კისრამდე ხართ თავად , ჭაობში, ქვეყანას მიათრევთ ამ სიბინძურეში , ამიტომ წახვალთ მალე”

tako-charkviani2

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ისე , მანამდე ანუ 2 წლის წინ სხვა ადამიანებზე – გავრცელდა პირადობის ამსახველი კადრები , გახსენდებათ , ვინმე დაიჭირეს???, ლეგიტიმური კითხვაა,დაიჭირეს ვინმე და გამოიძიეს??? ახლა , მართლა ამ სპექტაკლს ვერ ხვდება ვინმე? არის ასეთი , ამ სივრცეში? ნუ თაღლითებს არ ვგულისხმობ!! ხელისუფლებავ დიდი ხანია ზღვარს გადახვედით!!!!! ვერაფერი გიშველით, კისრამდე ხართ თავად , ჭაობში, რაც მთავარია და უბედურებაა, ქვეყანას მიათრევთ ამ სიბინძურეში , ამიტომ წახვალთ უეჭველად, თან მალე!!!!!!!!” – წერს ჩარკვიანი

საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 9-თვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლომ გუშინ უკვე იმსჯელა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებიდან ორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, შვიდი კი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. რაც შეეხება დარჩენილი 8 დაკავებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მოსამართლემ განაჩენი გვიან ღამით გამოიტანა. პირს, რომელიც ფარული ჩანაწერების კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა, კიდევ შვიდ ბრალდებულს კი, გირაო.

პოპულალურები