“საერთოდ კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია. როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე,”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინდისში ვეტერანებთან და მოსახლეობასთან  შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოკუპაციას ოკუპაცია უნდა დაერქვას და ადამიანებს, რომლებიც ომში იბრძოდნენ, მათ სახელმწიფო გვერდით დაუდგება.

“გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური აურზაურისთვის. მინდა, რომ ხალხო იყოთ წყნარად, მშვიდად. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი მეზობელი. თითოეული სამხედრო, პოლიციელი რომელიც იბრძოდა, ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო მთლიანად დაუდგება გვერდით.

ეს ადამიანები არიან გმირები და იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია და ეს ხალხი, ვინც აქ იბრძოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ რომ სახელმწიფო მუდამ თქვენს გვერდით დგას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები