48 წლის კლაუდია შიფერი აქტიურ სამოდელო კარიერას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ ის „ვოგის“ გარეკანზე ფაქტიურად შიშველი პოზირებდა. ამჯერად კი 90-იანი წლების სუპერმოდელი ფოტოგრაფებმა ჰოლივუდის ერთ-ერთ სუპერმარკეტში დააფიქსირეს.

ახალ ფოტოებზე ყურადღება არა თავად კლაუდიამ, არამედ მისმა ქალიშვილმა მიიქცა. ესაა პირველი შემთხვევა  წლების შემდეგ, როდესაც კლაუდიას ქალიშვილს, კლემენტინას ვხედავთ. გოგონა ახლა 14 წლისაა და ბოლოს ის ერთი წლის წინ ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ კლაუდია შიფერს სამი შვილი ჰყავს.

მსგავსი თემები