LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური საერთაშორისო რეზერვები

97
239101844

ახდენს თუ არა გავლენას ლარის კურსზე ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების შევსება, ანუ დოლარის შესყიდვა – ამ თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობს და განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის ასეთი ინტერვენციები ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს არც ერთ შემთხვევაში. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყოველთვის მაშინ აწარმოებდა შესყიდვას, როდესაც იყო ლარის გამყარების ტრენდი და ის არ ცვლიდა ამ მიმართულებას, ანუ გამყარება გრძელდებოდა.

„ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური საერთაშორისო რეზერვები და აუცილებელი იყო ამ რეზერვების დაგროვება. ყოველი მომენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, რომ შევავსოთ საერთაშორისო რეზერვები, უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ უცხოურმა ინვესტორებმა საქართველო განიხილოს საიმედო ქვეყნად“, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები