LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე გვთავაზობს, რომ საქართველოს მიმართება აფხაზეთთან და ცხინვალთან „თეორიულად“ იგივე ჭრილში განვიხილოთ, როგორც რუსეთის უკრაინასთან – უკვე აშკარად რუსეთის მხარეს ჩაერთნენ ომში: გია ხუხაშვილი

49
ხუხაშვილი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელმაც თქვა, რომ „როდესაც ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მელია კობახიძის განცხადებაზე: ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას მიესადაგება

„როდესაც კობახიძე გვთავაზობს, რომ საქართველოს მიმართება აფხაზეთთან და ცხინვალთან “თეორიულად” იგივე ჭრილში განვიხილოთ, როგორც რუსეთის უკრაინასთან, ეს ნიშნავს, რომ ის მთლიანად იზიარებს რუსულ პოლიტიკას, განიხილავს რა უკრაინას რუსეთის „განუყოფელ ნაწილად“. შეგახსენებთ, რომ ეს პერსონაჟი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას…

უკვე აშკარად რუსეთის მხარეს ჩაერთნენ ომში“, – წერს გია ხუხაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები