LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა

363
ჯლ

გადაცემაში „ნოესთან“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა როლი უჭირავს დედას მის ცხოვრებაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, დედას ყოველთვის უსმენს და ცდილობს მისი რჩევები მაქსიმალურად გაითვალისწინოს.

„მყარი ნერვები მაქვს, ნუ რაჭველებს ახასიათებთ ეს, გვიან ბრაზდებიან,მაგრამ ზოგადად, მშვიდი და მორიდებული ვარ.

აკადემიურ ოჯახში გავიზარდე. ბაბუა პროფესორი, ბებია თსუ-ში დეკანი იყო. დედაც აკადემიურ საქმიანობაში იყო ჩართული. ძალიან მშრომელი ადამიანია და ძალიან მიზანდასახული…

ზოგადად, ბევრ რაღაცაში იყო ჩართული. რაღაცებს მაძალებდა. მაგალითად, რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა, რომ დამეწყო სწავლა. ანუ, ეს იყო მესამე უცხო ენა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი განათლების კუთხით ძალიან გამომადგა. როდესაც პროფესიულ საქმიანობაზე იყო საუბარი, იქაც რჩევას დედასაც და მამასაც ვეკითხებოდი. ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები