LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ტყუილია, რომ სააკაშვილის შესახებ წერილს 70 ევროპარლამენტარი აწერს ხელს – იქ შედის ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია

297
6543

განცხადება, რომ  მიხელ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით წერილს 70-მა ევროპარლამენტარმა მოაწერა ხელი არის ტყუილი,- აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ წერილზე ერთი ევროპარლამენტარის ხელისმოწერაც პრობლემაა, რადგან „ვინც ასეთ წერილს აწერს ხელს, გარკვეულწილად ხდება იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მიუძღვის“.

„70 ევროპარლამენტარი აწერს ამას ხელს? ეს არის ტყუილი. დღევანდელი დილის მდგომარეობით, 1 ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, თუმცა ესეც არის პრობლემა. რაც შეეხება 70-ს, იქ შედის ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და ესენი თუ არიან ევროპარლამენტარები არ ვიცი.

პრობლემა მდგომარეობს რაში, ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება გარკვეულწილად იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინაშე. ეს არის ძალიან მძიმე, ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს ევროპულ ღირებულებებთან საერთო“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები