LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ვაშაძისა და ჯაფარიძის გასვლით პარლამენტს არც არაფერი მიემატება და არც არაფერი დააკლდება

35
კობახიძე და ვაშაძე

„გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტში ყოფნას არავითარი ფასი არ აქვს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება შეაფასა, რომელმაც არ გამორიცხა, მისმა პარტიამ პარლამენტი დატოვოს.

„ამ ადამიანების პარლამენტში ყოფნას არავითარი ფასი არ აქვს, არც ვაშაძის, არც ჯაფარიძის, რომელიც თუ არ ვცდები, გასულია უკვე. არავითარი ფასი არ აქვს მათ ყოფნას პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მათი გასვლით პარლამენტიდან არც არაფერი მიემატება და არც არაფერი დააკლდება. ესაა რეალობა.

რაც შეეხება მათ უხამს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მათი ერთ-ერთი თვითმიზანი არის, ხელი შეუშალონ 12 პუნქტიდან პირველი პუნქტის შესრულებას ანუ დეპოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, ისინი ასე გააგრძელებენ მოქმედებას, განახორციელებენ კვლავაც 12 პუნქტის საბოტაჟს, მისი შესრულების საბოტაჟს. ეს მათი არჩევანია. საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს ამ ყველაფრიდან.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის – შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ: გიორგი ვაშაძე

„ახალი სატყუარაა, უნდათ პრაიმერიზები ატარონ და უნდათ ყირაზე გადავიდნენ“ – მმართველი გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ და „დროას“ ინიციატივაზე

ოპოზიციის გადაჯგუფებები კომიკურ თამაშს ემსგავსება – ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ და ხალხს არ ელაპარაკებიან: გია ხუხაშვილი ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასა და პრაიმერიზზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები