LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძემ მითხრა, რომ მიღება იქნებოდა უმაღლეს დონეზე – გავრილოვი

297
49287678_303

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარების შემოთავაზება ქართული მხარისგან მიიღო და მას პირადად ესაუბრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე რუსული სამთავრობო ტელეარხის NTV-ს ეთერში ისაუბრა.

გავრილოვის თქმით, მათ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიებიც ჰქონდათ და მიღების “უმაღლეს დონეზე ჩატარების” დაპირება ქვეყნის ლიდერებისგან მიიღეს. 

არც ისე კომფორტული იყო - გავრილოვმა კობახიძის სავარძელი დაიწუნა

დეპუტატმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

“საქართველოს ლიდერებმა, თავიანთი სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს და პარლამენტის თავმჯდომარემ მე მითხრა, რომ “მიღება იქნება უმაღლეს დონეზე, ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, ის ძალიან კარგად იმოქმედებს საქართველოს ქვეყნის ავტორიტეტსა და რეიტინგზე მსოფლიოშიო“.

მე ვიკითხე კიდეც, იქნებ უფრო სადად შევკრებილიყავი და ჩაგვეტარებინა… არა, აუცილებლად პარლამენტში, მხოლოდ პარლამენტში, საუკეთესო დარბაზშიო.. თქვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდიუმში წაიყვანთ სხდომას, ჩამოიყვანეთ თქვენი ცოლები და შვილები, რათა ყველამ ნახოს, თუ რა კარგია საქართველო და რომ ის დანამდვილებით ევროპული ქვეყანაა,” – ამბობს გავრილოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები