LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძეს ნარკოდამოკიდებულების თემაზე ცილისწამებისთვის სასამართლოში უნდა უჩივლოს“ – ანა დოლიძე გახარიას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

186
ანა დოლიძე და გახარია

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ნარკოდამოკიდებულების თემაზე ცილისწამებისთვის სასამართლოში უნდა უჩივლოს.

დოლიძის შეფასებით, ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება და ამ საკითხის კიდევ უფრო სტიგმატიზაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით გახარიასთან მკვეთრი წინააღმდეგობა მაქვს, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი, ვთავაზობ სამართლებრივ მხარდაჭერას.

წარმოვადგინო ის თბილისის სასამართლოებში ცილისწამების საქმეებზე უტიფარ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და ასევე, წარმოვადგინო ის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რათა მან იბრძოლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისთვის,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

კობახიძე: გახარიას კოკაინი პირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები