“ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის ” – ასე ეხმაურება ქართული ოცნებიდან და საკრებულოდან წასული ვატო შაქარიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თავისი ყოფილ თანაგუნდელების პოლიტიკური შანსები შეაფასა, რომლებიც მოძრაობაში “დაიცავი საქართველო” გაერთიანდნენ. კობახიძე ამბობს, რომ ისინი 3%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ და რომ “ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში”.

“ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, ნამდვილად არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონო ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპითგაგრძელებული მოატყუა, მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში… ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი?-ცოტა ტვინი მიატანონ  რასაც ლაპარაკობენ” – განაცხადა შაქარიშვილმა~

მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” პრეზენტაცია ფილარმონიაში 13 აპრილს შედგა. მისი ლიდერი დავით მაღრაძეა.

მსგავსი თემები