LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის საუბარი დეპოლარიზაციაზე, მისი გამოსვლის მხოლოდ ერთ ფრაზა იყო, დანარჩენი 99% კი სიძულვილის ენა და დაპირისპირების ხელშეწყობა: გიორგი ვაშაძე

53
BeFunky-collage (3)

გიორგი ვაშაძის განცხადებით საქართველოში დღეს უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა.

პოლარიზაცია, ურთერთდაპირისპირება, ზიზღის ენა და თავდასხმები – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის განცხადებით უწესობის დაწესება და კანონის პოლიტიკური მიზნით გამოყენება პოლიტიკური ვითარების ნაწილი გახდა.

ვაშაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის საუბარი დეპოლარიზაციაზე, მისი გამოსვლის მხოლოდ ერთ ფრაზა იყო, დანარჩენი, მისი სიტყვებით 99% კი სიძულვილის ენა და დაპირისპირების ხელშეწყობა.

გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამოსვლისას, არჩევნების შედეგებსა და საკრებულოებში განვთარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

მან მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს და უთხრა, რომ ხალხისთვის სასიკეთ ბიუჯეტის სწრაფად დამტკიცების ნაცვლად, ელემენტარული ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის განაწილებაზე ვერ თქვეს უარი.

“პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თქვენს ადგილზე იტყოდა – თუ შენ იმ საკრებულოში მხარი დაგიჭირა მოსახლეობამ, მაშინ იტვირთე პასუხისმგებლობა იმ ქალაქის განვითარებაზე და ბიუჯეტის დამტკიცებაზეც,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები