LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის ტიპები გადასაბირებლად ოჯახებში დაძრწიან, ქრთამს გვთავაზობენ: თაკო ჩარკვიანი

82
TAKO IRAKLI

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამტკიცებს, რომ „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის მოქრთამვას ცდილობს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„კობახიძის ტიპები გადასაბირებლად ოჯახებში დაძრწიან, გვთავაზობენ ქრთამს, სხვადახვა ფორმით ზეწოლას ცდილობენ.“ – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ქრთამი მასაც შესთავაზეს, მაგრამ ოდენობას არ აკონკრეტებს.

„მათი ტვინის ფასი მანათია და მეტი არ ღირან, დაძრწიან ოჯახებში, ჩვენთანაც იყვნენ სამი კვირის წინ, მოქრთამვას ცდილობდნენ, გარიგებას გვთავაზობდნენ. ამის იქით ვერ მიდის მათი ჭკუა“, –  აცხადებს ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანმა ირაკლი კობახიძეს მიმართა და ურჩია, ლტიმატუმის ენით თანაპარტიელებს და პარტიის თავმჯდომარეს ესაუბროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები