LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკაინის” მოხმარების ბრალდება, ტიპიური რუსული ხელწერაა: მიხეილ სააკაშვილი კობახიძის განცხადებაზე

144
მიხეილ სააკაშვილი

„კოკაინის” მოხმარების ბრალდება, ტიპიური რუსული ხელწერაა, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, მოაყოლა, სადაც მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ვიღაც კოკაინშიკი“ უწოდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია“.

“ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს – განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ადამიანის გაშავების პრიმიტიული ტექნოლოგია, როდესაც ერთი ინფორმაციის რამდენჯერმე გამეორებით, ნაწილი ამას იჯერებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები