LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ ზუგდიდში გაიმართება

685
73472738-433769100657836-6714540077139099648-n

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართება. ღონისძიება 24 ნოემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სკეიტ პარკის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონიდან, ასევე საქართველოს ყველა კუთხეებიდანაც. კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება.

 

ღონისძიებაზე გამოავლენენ და დააჯილდოვებენ სამ საუკეთესო ღვინოს. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აგრო სივრცეების მოწყობა მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება, მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია. ცალკე იქნება წარმოდგენილი ჩაის კუთხე. ყველის სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

მნიშვნელოვანია  ტურისტულ სივრცე, რომელიც საინფორმაციო ხასიათის იქნება. აქ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაიგოს სხვადასხვა  ახალი მარშრუტების და ტურისტული ობიექტების შესახებ. აღნიშნულ სივრცეს მასპინძლობას გაუწევს „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია.“

110–ზე მეტი კომპანია: მთაწმინდაზე ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდა (ფოტოები)

გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე მოხდება იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. შეგახსენებთ, რომ პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადმოსცა.

ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების მოეწყობა, სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები და გამოიფინება აგროტექნიკა.

ფესტივალის გასართობი მხარე დატვირთული იქნება სხვადასხვა ატრაქციონებით; გაიმართება საბავშვო კონცერტები; ანიმატორები იზრუნებენ პატარების გართობაზე და ასევე მოეწყობა კონტაქტური ზოოპარკი.

ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები