LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენდანტის საათის დარღვევისათვის აქციის მონაწილეები, მათ შორის ხატია დეკანოიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

120
123909250-1631525823682863-1793532685185904407-n

10 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, 22:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში შევიდა. თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებს, 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათის დროს, ქუჩაში მყოფი ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება და კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა კანონდამრღვევს დაეკისრება.

აქციაზე მყოფ, რამდენიმე მოქალაქეს უკვე დაეწერა ადმინისტრაციული ჯარიმა. თუმცა, მოქალაქეები აცხადებენ, რომ პატრულის თანამშრომლებმა აქციის დატოვების უფლება მისცეს, რადგან ახლო მანძილზე ცხოვრობდნენ. თუმცა, სხვა თანამშრომლებმა მაინც დარღვევად ჩაუთვალეს, ეს აქციის ტეროტორია არ არისო. ისინი, აღნიშნულ ქმედებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ წესები არ დაურღვევიათ და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

დაჯარიმებულებს შორის აღმოჩნდა, ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, რომელმაც ქვითრის მიღებასა და ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა.

”არსი დაჯარიმების რაში მდგომარეობს: თურმე ჩვენ ვარღვევთ თვითიზოლაციის და კარანტინის წესს (თუ ვირუსი არ გაქვთ, მაინც არღვევთ) თან ამავე მუხლით. თუ თვითიზოლაციას არღვევთ – დაუყოვნებლივ უნდა გადაგიყვანონ საკარანტინე სივრცეში. არსად არ გადაგვიყვანეს, რითიც თავად დაარღვიეს კანონი. მოვიდა 7 ეკიპაჟი, თითქოს ტერორისტი სამჯერ არ გაექცათ. ვერ უთითებენ მუხლს და კანონს, რას ვარღვევთ. ასე აშინებენ ადამიანებს. სრული სამართლებრივი იდიოტობა”, – წერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, მას 2 ათასი ლარის ოდენობის საჯარიმო ქვითარი, საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნება.

პოპულალურები