LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ბანკები დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ

139
dolari-lari

კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს.

„ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მიღება. გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა და განვახორციელეთ ინტერვენციები. იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხის შემცირებას, მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ, ამავე დროს უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რესურსის გაცემას შეძლებენ ბანკები სესხების სახით. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება “, -განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები