LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული მოსყიდვის ბრალდება – „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

88
საგამოძიებო-1521789375-1024x683

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. “ატკატის” სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი,” – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.