LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო

110

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო. ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მის  მიზანს ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენდა.

„ამ ტერიტორიაზე გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ტყის აღდგენითი ღონისძიებები, ჩავატარეთ სანიტარული ჭრები და ფაქტობრივად, შეიძლება უკვე თვალი მივადევნოთ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსურ შედეგებს.  ტყის აღდგენის  ბუნებრივი პროცესი მიდის ძალიან კარგად და ამის ნათელი მაგალითია ეს აქციაც. მისასალმებელია, რომ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, დაირგო სწორედ ის სახეობები, რომლებიც აქაურობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.  იმედს გამოვთქვამ, რომ შეიკვრება ჯაჭვი და  ქართული ბიზნესი, თავისი სოციალური პასუხისმგებლობით, შემოუერთდება ბუნების გულშემატკივრობის ინიციატივას. ჩვენ ასეთ პროცესებს მხარს დავუჭერთ და ერთად არსებითად შევცვლით გარემოს დაცვით პრობლემებთან დაკავშირებით მიდგომებს, როგორც მოსახლეობის, ასევე ხელისუფლების მხრიდან,“- აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

კამპანია დაიგეგმა და განხორციელდა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით „ბორჯომი გულშემატკივარი“, რომელიც აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას – გარემოს დაცვა, განათლება, სპორტი.

„ბორჯომის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები სამი ძირითადი ხაზით ვითარდება – გარემოს დაცვა, განათლება და სპორტი. ბორჯომის ტყეების განახლების მიზნით უკვე ბევრი წელია ვახორციელებთ ნერგების დარგვის აქციებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მათ მიერ შერჩეულ ადგილებზე. წელს პირადად მინისტრიც შემოუერთდა ჩვენს აქციას, ასევე არიან მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ჩვენი თანამშრომლები და ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები. ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც მომავალ თაობებს შემოუნახავს ჯანსაღ გარემოს,“- აღნიშნავს „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები