LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია, რომელიც თბილისში ახალ ავტობუსებს შემოიყვანს დასახელდა

117
citibus-anadolu-isuzu

საქართველოში ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსს კომპანია „ჯი-თი გრუპი“ შემოიყვანს – ტენდერში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა, სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „ჯი-თი გრუპთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულებაში წერია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი ერთი მარკისა და ერთი მოდელისაა. კერძოდ, საუბარია ISUZU-ს მარკის ავტობუსებზე. ავტობუსების გამოშვების თარიღი კი 2019 წელია. ამასთან, ავტობუსების მიერ გავლილი მანძილი 2 800 კმ-ს არ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ავტობუსების ფერი, სავარაუდოდ, მწვანე და შავი იქნება.

ავტობუსების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 8 თვეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები