LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიებიდან კადრების გადინება დაიწყო: რატომ ტოვებენ ორგანიზაციებს თანამშრომლები

312

ბიზნესკომპანიებიდან თანამშრომლების გადინება ეკონომისტების ინფორმაციით, შრომით ბაზარზე პრობლემებს ქმნის. მათი ცნობით, ასეთ დროს ორგანიზაციას პირდაპირი და ირიბი დანახარჯები წარმოექმნება, მათ შორის ახალი კადრების გადამზადების ხარჯები, მათ მოსაძებნად დახარჯული დრო, გარდა ამისა, მცირეა ახლადაყვანილი თანამშრომლის პროდუქტიულობა, სანამ ის ახალ სამუშაოს აითვისებს.

ეკონომისტები ამბობენ, რომ კვლევების თანახმად, თანამშრომლის დაკარგვის საშუალო ღორებულება 1, 5-2-ჯერ აღებული თანამშრომლის წლიური ხელფასის ტოლია.

ექსპერტების თქმით, სამუშაო ადგილის ცვლილებისას ყველაზე გავრცელებული მიზეზი ანაზღაურების ოდენობაა. ამიტომ სპეციალისტები მოუწოდებენ კომპანიებს, რომ დაქირავებულს საბაზრო ხელფასზე მეტი უნდა გადაუხადონ, რათა ადამიანები უფრო მოტივირებულები იყვნენ და უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. ექსპერტების განმარტებით, მაღალი ხელფასები პროფესიონალებს იზიდავს. მათი თქმით, წარმატების მისაღწევად მენეჯმენტმა სასურველი, საკუთარ კადრებზე ორიენტირებული გარემო-პირობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები