LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიების ახალ პროექტებს სახელმწიფო 90%-იანი საბანკო გარანტიით დაეხმარება, ხოლო უკვე არსებულს 30%-ით

126
BeFunky-collage (5)

სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით. ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გარდა ამისა, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.

„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცლვილებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ბიზნესს.

აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომაროებს შემდეგში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდურობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს მათი ძირითადი მიზანი ვირუსის შეკავება და  ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნებაა.

“თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში, მომავალში, ყოველდღიურად უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შევძლებთ, ჩვენ წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც და ამაზე ცოტა მოგვიანებით”- თქვა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები