LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიების ე.წ. ოქროს სია გაუქმდა

107
finanstasaministro

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, კომპანიების ე.წ. ოქროს სია გაუქმდა.

„ოქროს სიაში“ მყოფ კომპანიებს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გამარტივებული პროცედურებითა და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით სარგებლობა შეეძლოთ. კერძოდ, „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული.

ცვლილებებით კი, ყველა კომპანია დაბეგვრის ერთიანი რეჟიმით ისარგებლებს და გადასახდელებს, საქონლის გაშვებიდან 5 დღის ვადაში გადაიხდის.

ფინანსთა მინისტრის ბრძანება აქციზურ საქონელზე 12 ივნისს შევა ძალაში, სხვა შემთხვევებში კი, 2 ივლისიდან.

ამასთან, აღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები