LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიების ნაწილმა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა

120

ბიზნესკომპანიების ნაწილმა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. ამის შესახებ დღეს რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „ბიზნესკურიერში“ დასაქმების სააგენტო hr.ge-ს დირექტორმა ნოდარ შურღაიამ განაცხადა.

მისი თქმით,  მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში მოქმედი ბევრი ბიზნესკომპანია სახელფასო პოლიტიკას გადახედავს და შეეცდება, თანამშრომლებს კურსთა შორის სხვაობა დაუფაროს, თუმცა ამას მასშტაბური ხასიათი არ ექნება

როგორც  შურღაიამ განმარტა, ხელფასის მატების შეთხვევები იმ კომპანიებში ფიქსირდება, რომლებიც მეტ-ნაკლებად ვალუტის გაუფასურებით სარგებლობენ. შურღაია ასეთ სფეროებად ადგილობრივ წარმოებას მიიჩნევს და იმ კომპანიებს, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ.

„თუ ბიზნეს-სუბიექტი იმპორტზეა დამოკიდებული, მას თანამშრომლებისთვის ხელფასის მატება გაუჭირდება,“- განაცხადა შურღაიამ.

hr.ge-ში კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ბიზნესკომპანიების ნაწილმა სახელფასო პოლიტიკას უკვე გადახედა და ხელფასები გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები