LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომპლიმენტები არაფრისმომცემია, ბევრად სჯობია ჭკვიანი ადამიანის რჩევა!“ – ფრიდა კალოს ცნობილი გამონათქვამები

8343
#გამონათქვამები

მექსიკელ მხატვარს, რომელმაც საოცრად მგრძნობიარე, ემოციური ნახატებით გაითქვა სახელი, საკმაოდ ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა მაინც შეძლო სათქმელის თქმა და მსოფლიო ხელოვნებაში საკუთარი კვალის დატოვება.

fortuna.ge გთავაზობთ ფრიდა კალოს ცნობილ ფრაზებს:

ალკოჰოლს დარდის დასახრჩობად ვსვამდი, მაგრამ დარდმაც ისწავლა ცურვა.

ჩემს ცხოვრებაში ორი კატასტროფა იყო – ერთი, როცა ტრამვაი დამეჯახა და მეორე, როცა დიეგო (მეუღლე) გავიცანი.

მე არც მოყვარული მხატვარი ვარ, არც გამოცდილი ხელოვანი, მე მხოლოდ ქალი ვარ, რომელიც გადარჩენისთვის ხატავს.

სინამდვილეში, ბევრად მეტის ატანა შეგვიძლია, ვიდრე გვეგონა.

არაფერია სიცილზე ფასეული. სიცილით შეიძლება სიცოცხლე და სიკვდილიც სიცილით შეიძლება.

განგაში, დარდი, სიხარული, სიამოვნება სიკვდილი – სინამდვილეში ყველა სიცოცხლის განსხვავებული ფორმაა.

არასდროს ვხატავ კოშმარულ სიზმრებს, კოშმარი სიცოცხლეშიც მეყოფა.

იმედია გარდაცვალება წარმატებული იქნება და უკან აღარასოდეს დავბრუნდები!

ცნობილი გამონათქვამები