LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომპოტი და ჩაი არ არის სწორი კვება“ – პედიატრი ქეთი ნემსაძე

26519
keti-nemsadze

როგორი უნდა იყოს ბაღის ასაკის ბავშვების კვების ყოველდღიური რაციონი და რა სახის პროდუქტებია რეალურად სასარგებლო პატარებისთვის. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პროფესორმა ქეთი ნემსაძემ ისაუბრა.

კითხვაზე, პატარას მხოლოდ ერთი სახეობის კერძი უნდა შევთავაზოთ, თუ უმჯობესია რამდენიმე სახეობის მივაწოდოთ, ცნობილი პედიატრი ასე პასუხობს: „Feeding Development – ნიშნავს ბავშვის კვების ჩვევების განვითარებას. სუპერმარკეტში ასე ავარჯიშებენ ბავშვებს – აძლევენ ბარათს და კალათას და რას აარჩევს ის, იმის მიხედვით ირკვევა, რა განათლება აქვს ჯანმრთელ კვებაზე. კვებითი ჩვევების განვითარება რვა თვის ასაკიდან იწყება. კოორდინირებული მოძრაობა თითებით აუცილებელია იმისათვის, რომ კვებითი ჩვევები ჩამოყალიბდეს. ერთი წლის ასაკიდან აუცილებელია ბავშვი სითხეს სვამდეს ჭიქით. მშობლები წუხდნენ, რომ არ არის ბაღის მენიუში კომპოტი, განვმარტავ, რომ ის არის ტკბილი სითხე და აზიანებს კბილებს. ერთადერთი, რასაც არ აქვს შეზღუდვა, ეს არის დაბალ მინერალიზირებული სითხეები და მტკნარი წყალი. კომპოტი და ჩაი არ არის სწორი კვება. ხილი უნდა მიიღოს ბავშვმა არა გაწურული სახით, არამედ ხილის სახით. სწორი კვება არის: მცენარეული ცხიმები განსაკუთრებით ნუში და ავოკადო, ყველაზე ჯანმრთელი არის თევზის ცხიმი“ – განმარტავს ქეთი ნემსაძე.

ვრცლად გადაცემა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები