LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით დახმარებები იქნება – კახა კალაძე

157
კახა-კალაძე-1

“კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარებებთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა.

„დახმარებები, რა თქმა უნდა, იქნება. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.

ვირუსს ებრძვის არამხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. გვაქვს ძალიან რთული ვითარება – ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია და ამ არსებულმა სიტუაციამ და საგანგებო მდგომარეობამ, იმან, თუ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს სამუშაო ადგილი. სერიოზული ზიანი იქნება ეკონომიკისთვის, თუმცა ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მოსახლეობას.

შევთანხმდით ტესტირების ახალ პროტოკოლზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება მოქმედისგან - თენგიზ ცერცვაძე

"ტესტირების პროტოკოლის დამტკიცების საკითხშიც სახელმწიფომ გამოიჩინა გონივრული მიდგომა და შეარჩია სწორედ ის ალგორითმი და მოდელი, რომელიც დღეისთვის საუკეთესოა საქართველოში არსებული სიტუაციისა და რესურსების გათვალისწინებით."

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, ეს არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას.

რაც შეეხება ზოგადად დახმარებების პაკეტს, მომდევნო დღეების განმავლობაში პრემიერი ვრცლად ისაუბრებს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოში, რიგ საკითხებზე გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია  და ეს ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები