LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ “მედიის ეკონომიკაში” ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეები გადაამზადა

57
Untitled design

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოზურგეთის N2 სკოლის IX-X კლასის 21 მოსწავლე “მედიის ეკონომიკაში” გადაამზადა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

მოზარდებმა ასევე ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში და როგორ მუშაობს ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკა.

“მედიაწიგნიერების პროექტი “მედიის ეკონომიკა”, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია “Evens Foundation”-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად არის აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. კომუნიკაციების კომისიამ საგაკვეთილო მოდული კურსის ავტორთან, “ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის” დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა და სპეციალურად ქართულ სკოლებზე მოარგო.

“მედიის ეკონომიკის” პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ მოზარდების ცნობიერების დონის ასამაღლებლად.

კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ, რომელთა სწავლებაც მულტიმედიური პლატფორმების და ინტერნეტის გამოყენებით, პრაქტიკული და ინტერაქტიური სამუშაოების გზით მიმდინარეობს.

„მედიის ეკონომიკის“ პროექტი ბავშვებს წარმოდგენას უქმნის სოციალური მედიის ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრინციპებზე. ამასთან, პროექტის მიზანია, მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ”, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები