LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონგრესმენი ადამ კინზინგერი-“დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი”

190
BeFunky-collage (54)

კონგრესმენმა ადამ კინზინგერის განცხადებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

მან დასძინა,რომ, ტერიტორიების ოკუპირება სერიოზულ განსჯას იწვევს არაერთ წევრ ქვეყანაში, მაგრამ რასაც ადამ კინზნგერი ამბობს, ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და დემოკრატიის შეფასება სახელმწიფოსი.

„ზუსტადაც იმ სტანდარტის არის საქართველო თავისი სამხედრო აქტივობებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით და მომავლისკენ გამიზნული სტრატეგიული გეგმებით, რომ იყოს ნატო-ს თანაბარუფლებიანი წევრი. საქართველოს არაერთი რესურსი გაიღო, რათა ნატო-ს სისტემამ შექმნას საიმედო კონტროლი ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და საერთაშორისო კრიმინალის გავრცელების სფეროში. კონგრესმენ ადამ კინზინგერის შეფასება იყო მოკლე, მაგრამ მთლიანად იდეა და აზრი არის სწორედ ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ვისაუბროთ კინზინგერისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებაზე, ვინაიდან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა და როდესაც საქართველოს რესურს წონი, ყველაფერი გასათვალისწინებელია. საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით არსებობს სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანად საქართველო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი. ვარიაციები სხვადასხვაა, მაგრამ კინზინგერის განცხადება უკავშირდება საქართველოს დღევანდელ სტატუს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები