LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე 2 წლის იყო, პრიზი კი 1 კგ შოკოლადი და 4 კგ შაქარი” – პოლონელი და უკრაინელი ბავშვების 1946 და 2022 წელს შექმნილი ნახატები ერთად გამოიფინა

115
Untitled design

“დედა, არ მინდა ომი!!!” – ამ სახელწოდების გამოფენა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა.

“დედა, მე ვხედავ ომს” – უკრაინელი ბავშვები ხატავენ ომს, რომელიც მათ არ დაუწყიათ, მაგრამ მისი მსხვერპლნი გახდნენ

პროექტი აერთიანებს პოლონელი ბავშვების მიერ 1946 წელს შექმნილ ნამუშევრებსა და უკრაინელი ბავშვების უახლეს ნახატებს, რომლებიც რუსეთთან ომის თემატიკას ეძღვნება.

“ეს გამოფენა სავსეა თავისი მნიშვნელობითა და სიღრმით. ეს ნამუშევრები უნდა ნახოს მთელმა ევროპამ და მსოფლიომ. ჩვენი შვილების სახელით, ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვებთ”, – აცხადებს უკრაინის ელჩი პოლონეთში ვასილ ზვარიჩი.

“ბავშვები ომს დეკორაციის გარეშე ხედავენ… ომი მათ ართმევს ბედნიერ ბავშვობას, ზოგჯერ კი სიცოცხლესაც… მტრის რაკეტები მათ თვალწინ ანგრევს სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ შენობებს, მათ თვალწინ იღუპებიან მათი ნათესავები და მეგობრები. ისინი ხშირად გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს, ემოციებს, გამოცდილებას ნახატების საშუალებით. ომი ყოველთვის არის ტკივილი, ტანჯვა და დანაკარგი, ამ დროს ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან. მათ ზოგჯერ ბოლომდე არ ესმით ყველაფერი, მაგრამ თავს ძალიან ძლიერად გრძნობენ.

ამ გამოფენით გვინდა, რომ მსოფლიომ ბავშვების თვალით დაინახოს ომი და გაიგოს მათი ემოციები”, – აღნიშნავს პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალური დირექტორი პაველ პეტშიკი.

რაც შეეხება 1946 წელს, პოლონელი ბავშვების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, მაშინ კონკურსი დაწყებით სკოლებში ჩატარდა. 10 გამარჯვებულს კი ერთი კილოგრამი შოკოლადი და ოთხი კილოგრამი შაქარი გადასცეს.

მაშინ კონკურსში 13 წლამდე ასაკის 7 300-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, ყველაზე პატარა მონაწილე 2 წლის და 3 თვის იყო.

უკრაინული პროექტი – “დედა მე ვხედავ ომს” კი უკვე აერთიანებს 14 000-ზე მეტი ბავშვის ნახატს ომის თემატიკაზე.

ექსპოზიცია პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში სტენდების სახით იქნება წარმოდგენილი.

პროექტის ორგანიზატორებს სურთ, ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ ომის აბსურდულობასა და საშინელებაზე, არამედ  ბავშვებისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება მათ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები