LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება

94
startups2-1200x638

საქართველო და კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმად კორეული მხარე ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ხოლო ადგილობრივ სტარტაპერებს კორეაში მიიწვევს, სადაც მათ საკუთარი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრი ჰონგ ჯონგ-ჰაკი. შეხვედრა გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე კორეის მხარემ დეტალურად ისაუბრა იმ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ისინი კორეული მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით იყენებენ, რაც ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს განვითარებისა და ახალი პარტნიორების მოძიებაში ეხმარება.

აღინიშნა, რომ კორეული მხარის გამოცდილება ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით საინტერესო საქართველოსთვის. ამიტომ, მინისტრებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ გაფორმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების სამინისტროს შორის.

„კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება. მემორანდუმის თანახმად, კორეული მხარე გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ კოლეგებს. გარდა ამისა, მომზადდება სპეციალური პროგრამები ქართველი მცირე მეწარმეებისთვის, რომლის საფუძველზეც ისინი კორეაში გაემგზავრებიან და საკუთარი დამწყები ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ“, – განცხადა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ქობულიამ კორეელი კოლეგა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები