LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა – ვირუსი ორ ადამიანს აღმოაჩნდა

258
file-20200129-93007-13mz9cx

კორონავირუსის შემთხვევა ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ქვეყნის ჯანდაცვის ხელმძღვანელებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვირუსით ერთი ოჯახის ორი წევრი დაინფიცირდა. ჯერჯერობით უცნობია მათი ვინაობა და ისიც, თუ სად გადიან მკუნრალობას.

გლობალური საფრთხე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.

უახლესი მონაცემებით ვირუსი კიდევ 18 ქვეყანაში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია.

როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მინიმალური რისკები არსებობს, თუმცა ქვეყანა შესაძლო შემთხვევისთვის მზად არის.

დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ლადო კახაძე კორონავირუსზე (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები